English Georgian












02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში

2005 წელს შესაძლებლობა მომეცა პოლონეთში ყოფნისას გავცნობოდი არასამთავრობო ორგანიზაცია „ედუკატორის“ საქმიანობას რომელიც დაკავშირებულია სკოლამდელი განათლების საკითხებთან. უნდა აღვნიშნო, რომ მოხიბლული დავრჩი ამ ორგანიზაციის ინოვაციური მიდგომით და სურვილი გამიჩნდა საქართველოშიც განხორციელებულიყო მსგავსი პროექტები.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. როგორც წესი, პატარა სოფლებში, იქ სადაც მოსახლეობა მცირერიცხოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ ხსნის ახალს, ან იძულებულია დახუროს სტანდარტული საბავშვო ბაღები არარენტაბელურობის გამო. არადა, თუ ბავშვს სკოლამდელ ასაკში არ მიეცა პირობები განვითარებისთვის, სკოლაში უჭირს პროგრამის ათვისება, აზროვნების უნარით ჩამორჩება სხვა მოსწავლეებს, არ აქვს შესაბამისი სოციალური უნარ-ჩვევები, ე.ი. მისი სასტარტო პირობები ცხოვრებაში გაცილებით უარესია ვიდრე მისი სხვა თანატოლების.

საქართველოს წინსვლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სასოფლო განვითარებას. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდით, ფერმერობის თუ ტურიზმის ხელშეწყობით. განვითარება მრავალწახნაგოვანია და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სოციო-კულტურულ და პოლიტიკურ-ინსტიტუციონალურ განვითარებასაც მოიცავს. ამისთვის ინოვაციური მიდგომების წახალისება და ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდაა.

საქართველოში „ედუკატორთან“ თანამშრომლობით უკვე ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს 15-ზე მეტი ალტერნატიული საბავშვო ბაღი - იქ სადაც სტადარტული სკოლამდელი აღწრდის დაწესებულება არ არის - პატარა სოფლებში, იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში და სხვ. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ალტერნატიურლი სკოლამდელი განათლების ცენტრი დაასრულა 300-მდე აღსაზრდელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლონური გამოცდილება ადეკვატური გამოდგა საქართველოს რეალობისთვის - ალტერნატიული სკოლამდელი განათლების ცენტრები სოფლებში ასრულებენ არა მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციას, არამედ ხელს უწყობენ ადგილობრივი საზოგადოების მობილიზებას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სათემო ინიციატივების წარმოჩენას და განხორციელებას. სოფლებში, სადაც ალტერნატიული ბაღებია შეინიშნება უფრო მეტი აქტიურობა - მშობლები მორიგეობენ და ეხმარებიან პედაგოგს, აყალიბებენ სათემო ორგანიზაციებს, გამოდიან ინიციატივებით.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ როგორც წესი, თვითმმართველობებს უკვე უადვილდებათ უკვე არსებული ცენტრების შენახვა - დანახარჯები მცირეა, იდეა პოპულარული. თავის ძირითად ფუნქციასთან ერთად, ალტერნატიული სკოლადელი საგანმანათლებლო ცენტრები საჯარო-კერძო პარტნიორბის განვითარების შესანიშნავ წინაპირობასაც ქმნის.

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix