English Georgian












05-04-2013 პროგრამა „ დემოკრატიის ხელშეწყობა“

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია EDUKATORთან და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსთან ერთად 2013 წლის აპრილის თვიდან პროგრამა „„ დემოკრატიის ხელშეწყობა“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით იწყებს პროექტს: ,,ერთად ბავშვთა უფლებებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად’’. პროექტი მიზნად ისახავს სკოლების დემოკრატიულ ინსტიტუტად ფორმირების პროცესის ხელშეწყობას და განხორციელდება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში (ხაშური, ქარელი, გორი, კასპი).

პროექტის ფარგლებში აღნიშნული მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურს ცენტრების მიერ შერჩეული 20 საჯარო სკოლის 40 მასწავლებელს ჩაუტარდებათ ტრენინგები ბავშვთა უფლებების სფეროში. მსგავსი ტრენინგები ჩაუტარდებათ შიდა ქართლში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც. ტრენინგების შემდეგ დაფინანსდება პროექტის ფარგლებში გადამზადებულ პედაგოგთა და სტუდენტთა მიერ კოორდინირებული სასკოლო პროექტები. 16 პედაგოგი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება პოლონეთში.

პროექტის ფარგლებში გვსურს, განვავითაროთ მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც სამაგალითო პრაქტიკად დამკვიდრდება და შემდგომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიძლება დაინერგოს.
 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix