English Georgian












05-04-2019 მერების დეკლარაცია ,, სკოლამდელი განათლება–პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება'' ხელმოწერილია

 საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის მერებმა 5 აპრილს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დეკლარაციას სახელწოდებით ,,სკოლამდელი განათლება–ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანაგრიშვალდებულება'' მოაწერეს ხელი. დეკლარაციის ინიციატორები რუსთავის, ბაღდათის, გარდაბნის, მარენულის, თიანეთის, დუშეთის და ოზურგეთის მერები არიან, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მნიშვნელობას და სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის მზაობას ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. ინიციატივის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სკოლამდელმა ეროვნულმა ასოციაციამ, რომელიც თავის მხრივ პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით'' ფარგლებში 2018 წელს დაფუძნდა. დეკლარაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულების განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით.იგი ღიაა საქართველოს სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის, რომელთა მიერთებაც დეკლარაციაზე ნებაყოფლობით, ეტაპობრივად მოხდება. აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნიკალურ დეკლარაციას მოეწერა ხელი ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები “-ს (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica “ -ს მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix