English Georgian












05-08-2011 ”ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში”

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 10-16 ივლისს სოფელ პატარძეულში მოეწყო საზაფხულო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელშიც მონაწილოება მიიღო 17 მოსწავლემ ახმეტის, დუშეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან. ერთი კვირის მანძილზე ბანაკის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა და დაუფლებოდნენ უნარებს რომლებიც სასარგებლოა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციის დროს. ბანაკის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტრენინგები და აქტიობები. ბავშვებმა გაიარეს პირველი სამედიცინო დახმარების მცირე კურსი, იყვნენ ექსკურსიაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურში. საველე პირობებში ჩაუტარდათ ლექცია ტყის მნიშვნელობაზე, გლობალურ დათბობაზე და კლიმატის ცვლილებაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვებს ჩაუტარეს ტრენინგი და გააკეტებინეს სხვადასხვა შენობის ევაკუაციის გეგმები, ასევე მოაწყვეს იმიტირებული განგაში.
ბანაკის ბოლოს ყველა მონაწილემ გააკეთა ინდივიდუალური სამომავლო გეგმა, ასევე თითოეულმა მიიღო სერთიფიკატი.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix