





|
 |

05-08-2011 „ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში“ |
მიმდინარე წლის 18-21 ივლისს ქალაქ სიღნაღში, ახმეტის საგარეჯოს, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „კრიზისული სიტუაციების მართვა“, ტრენინგში თითოეული მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდნენ გამგეობის, საკრებულოს, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების წარმომადგენლები. გარდა ადგილობრივი თვითმმართველობებისა ტრენინგებში მონაწილობას რებულობდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი. ტრენინგებს ატარებდა პოლონეთიდან მოვლენილი საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტი - პაველ ვიტკოვსკი.
აერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა და პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2011 წელს საქართველოში ახორციელებენ პროექტს „ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში“
პროექტი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: 1.ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობა ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის გეგმების შემუშავება-განხორციელებაში; 2. სახანძრო-სამაშველო სამსახურების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; 3. საგანმანათლებლო კამპანია ადგილობრივ მოსახლეობაში ბუნებრივი კატასტროფების თემაზე.
|
უკან |
|
 |
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.

02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში |
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის. ვრცლად
|
05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა |
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში. ვრცლად
|
|