English Georgian












08-11-2011 „ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში“

მიმდინარე წლის 29-30 ოქტომბერს გაიმართა სასკოლო დებატების პირველი ეტაპი დუშეთის, საგარეჯოს, ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს შორის. 29 ოქტომბერს 11 საათზე დებატები გაიმართა თიანეთის №1 საჯარო სკოლაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ თიანეთისა და ჟებოტის საჯარო სკოლების მოსწავლეები. გაიმარჯვა ჟებოტამ. იმავე დღეს 15 საათზე დუშეთის №2 საჯარო სკოლაში ერთმანეთს შეხვდნენ დუშეთის №1 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეები. გაიმარჯვა დუშეთის №2 საჯარო სკოლამ. 30 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდა ქალაქ ახმეტის №1 და №2 საჯარო სკოლები. გაიმარჯვა №2 საჯარო სკოლამ, ხოლო იმავე დღეს 15 საათზე გამართულ დებატებში სადაც ერთმანეთს შეხვდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის კოლა (დიდი ჩაილური და ყანდაურა) გამარჯვება წილადხვდა სოფელ ყანდაურას გუნდს.
გუნდების შეფასებას ახდენდა ჟიური. გუნდები ფასდებოდა სამი კრიტერიუმის მიხედვით: გუნდურობა, არგუმენტაცია და პრეზენტაციის უნარები.რვავე გუნდის წარმომადგენლებს დაურიგდათ მაისურები, საევე ჟიურის მიერ დასახელდნენ საუკეთესო მოდებატეები რომლებსაც გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები.
 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix