English Georgian












11-12-2011 გურიის მუნიციპალიტეტებს სახანძრო-სამაშველო სამსახურებისთვის სპეცტექნიკა გადაეცა

  პროექტის “ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის რეგიონში“ ფარგლებში მოხდა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის სპეცტექნიკის გადაცემა. სასწრაფო დახმარების მანქანის (სამაშველო სამსახურისთვის არის განკუთვნილი), გარდა, საჩუქრებს შორისაა: რკინის პნევმატური მკვნეტარა, წყლის ტუმბო, სახანძრო სახელოები, ფანრები, ქიმიური თავდაცვის ტანსაცმელი, განგაშის საყვირები (რომლებიც სოფლებში გადანაწილდება) და სხვა აუცილებელი სპეცტექნიკა სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის, საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით. ორი წლის განმავლობაში პოლონეთში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ გურიის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სადაც მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ. ქართველები გაეცნენ კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტურ მეთოდებს.

სპეცტექნიკის გადაცემას დაესწრნენ რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების, პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები. ვრცლად
 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix