English Georgian












13-09-2011 მადლობის წერილი

2011 წლის 6,7,8 ივლისს ა.ი. პ. ონის საბავშვო ბაგა - ბაღის პედ. კოლექტივმა მონაწილეობა მივიღეთ კვალიფიკაციის ამაღლების სემინარში თემაზე ”შერეული ასაკის ბავშვთა ჯგუფებთან მუშაობის მასტერკლასი და ბავშვთა უფლებები”.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი რაიონი არის მაღალმთიანი, მიგრაცია დიდია და ბავშვთა სიმცირის გამო, შერეული ასაკის ბავშვთა ჯგუფების ჩამოყალიბების აუცილებლობაა, ამ კუთხით მოწყვეტილი ვართ ყოველგვარ სიახლეს...
აღნიშნულმა ტრეინინგ-სემინარმა წამართული თემების გარდა , მოგვცა საშუალება გავცნობოდით პოლონურ საბავშვო ბაღების პედაგოგთა გამოცდილებას და დაგვენერგა სიახლეები ჩვენს შემდგომ მუშაობაში.
ა.ი.პ. ონის ბაგა-ბაღის კოლექტივი მადლობას უხდის ”საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას”, პროექტის ხელმძღვანელებს მარჯენა რაფალსკას, ალექსანდრე კალანდაძეს , ოლღა მუსხელიშვილს ნაყოფიერი და საინტრერესო სემინარისთვის და ვიტოვებთ იმედს მომავალ ტრენინგებში ჩვენი ჩართვისთვის.

პატივისცემით, ონის საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგები: ნ. ლობჯანიძე, დ. გავაშელი,
ლ. ჭუმბაშვილი, ქ. ყავლაშვილი, თ. გუგეშაშვილი, ე. იაკობაშვილი, ნ. ჯაფარიძე.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix