English Georgian












14-04-2014 პროექტი ”წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია”

2014 წლის 2 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი: “წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” 224PPR2014/m. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოში 2014 წლის 3 აპრილს ჩატარდა პროექტის წარდგენა საზოგადოების წინაშე. შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს შ.ს.ს-ს კრიზისული მართვის დეპარტამენტის, პოლონეთის კრიზისული ინფორმაციის ცენტრის წარმომადგენლები.
განხილული იყო გეოლოგიური და ჰიდრომეტეროლოგიური საფრთხეები საქართველოში და პოლონეთში, პოლონელმა და ქართველმა ექსპერტებმა თავიანთი გამოცდილება, პრობლები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს და გაუზიარეს ერთმანეთს. ჩამოყალიბებული იყო ერთობლივი მოქმედებების გეგმა და შეირჩა პროექტის სამიზნე რეგიონები.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. საქმიანობას ანხორციელებს საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა” და პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრი; საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით.
 

 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix