English Georgian












15-09-2013 კონკურსი-ონლაინ კურსები თემებზე:სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის და ინტერნეტ უსაფრთხოება

საერთაშორისო ორგანიზაცია Transitions (TOL) და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა ონლაინ სწავლების კურსებში მონაწილეობის მისაღებად აცხადებენ კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის თემებზე: სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის და ონლაინ უსაფრთხოება.
დისტანციური სწავლების კურსები 15-დან 24 ოქტმბრის ჩათვლით ჩატარდება.
ონალიან კურსების განმავლობაში, რომელიც TechChange-ის e-learning პლატფორმაზე განთავსდება, მონაწილეები ცოდნას მიიღებენ შემდეგ საკითხებზე:

სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის:
- ეფექტიანი სოციალური მედიის უფრო მეტი სარგებელი მუშაობის პროცესში
- მრავალფეროვანი მეთოდებისა და მედიახელსაწყოების ხელმისაწვდომობა
- სოციალრი მედია სტრატეგიის შერჩევა, რომელიც კარგად მოერგება თქვენს მიერ დაგეგმილი კომუნიკაციისა და კამპანიის მიზნებს.

ონლაინ უსაფრთხოება:
- ყველაზე გავრცელებული რისკები
- თავდაცვის მექანიზმები
- ინტერნეტ ცენზურისა და ცირკუმვენციის საფუძვლები
ონლაინ კურსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. კურსებს გაუძღვებიან სოციალური მედიისა და ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილი ექსპერტები იაროსლავ ვალუჩი და ემინ ჰუსეინზადი. თითოუელი კურსი შედგება ოთხი 60 წუთიანი სესიისაგან, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ჩატარდება. კურსები ითვალისწინებს მონაწილეობას ფორუმში და საშინაო დავალებების შესრულებას სესიიდან სესიამდე. ონლაინ კურსების ხელმძღვანელები დამატებით განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი მონაწილისთვის საინტერესო იქნება ინდივიდუალურად მათი კონკრეტული სამუშაო სფეროსა თუ ქვეყნის მასშტაბით.
აღნიშნული კურსები განკუთვნილია სამოქალაქო აქტივისტებისთვი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბისთვის, მოხალისეებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სოციალური ცვლილებების განხორციელებაში. კურსების მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე kabazashvili@civitas.ge . სამოტივაციო წერილში გთხოვთ, მიუთითოთ, რამდენი კურსის გავლა გსურთ კურსის სახელწოდების მითითებით. (კურსები: სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის; ონალინ უსაფრთხოება)


დისტანციური სწავლების კურსები ტარდება პროექტის ,,Capturing Capacity Building and Connecting the Dots’’-ის ფარგლებში, რომელსაც Transitions-ი საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკასა და ცენტრალური ევროპისა და აშშ-ს 9 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. პროექტი National Endowment for Democracy (NED) და United Nations Democracy Fund (UNDEF)-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix