English Georgian












18-10-2017 თელავის საკრებულოს იმიტირებული სხდომა

 პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში'' ფარგლებში ქალაქ თელავში საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა. სხდომა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა, რომელთაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების როლები მოირგეს. მოსწავლეებმა ქალაქისთვის აქტუალური საკითხები პროექტების სახით წარადგინეს და სხდომის ყველა წესის დაცვით განიხილეს. საკითხებს შორის იყო, უპატრონო ძაღლების არსებობა ქალაქში, თელავში არსებული ,,ახალი ბაღის'' რესტავრაცია, ზებრა გადასასვლელების და შუქნიშნების მოწესრიგება. სიმულაციური სხდომის გასამართად საჭირო ცოდნა და უნარები მოსწავლეებმა საზაფხულო ბანაკში მიიღეს რომელიც პროექტის ფარგლებში გაიმართა. იმიტირებულ სხდომას თელავის საკრებულოს წევრები, პროექტის პარტნიორები ესწრებოდნენ. მსგავსი სიმულაციების გამართვა პროექტში ჩართულ ყველა ქალაქში იგეგმება.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix