English Georgian












18-12-2017 პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ ფინალური კონფერენცია

 15 დეკემბერს პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარტნიორებმა პოლონეთიდან, ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში პოლონეთის საელჩოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.  პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ბაღდათი, ხარაგაული, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი) განხორციელდა. პროექტის ფარგლებშიც გაიხსნა 16 სასკოლო მზაობისა და 16 სკოლამდელი განათლების ცნტრი. 600მდე ბავშვს ჩაუტარდა ერთჯერადი ფსიქოლოგიური და სამედიცინო შემოწმება, მუნიციპალური საბავშვო ბაღების 120 აღმზრდელს ჩაუტრადა ტრენინგი ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თემატიკაზე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათის მოეწყო სასწავლო ვიზიტი პოლონეთში, მომზადდა და გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელო აღმზრდელებისათვის.

 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix