English Georgian












24-07-2019 კონფერენციები ,,სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის დონეზე“

22 და 24 ივლისს, ქალაქ ქუთაისსა და თბილისში გაიმართა მასშტაბური კონფერენციები ,,სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის დონეზე ''შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებმა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებმა, კონფერენციებს ასევე დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწაველებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის, წარმომადგენლები, ღონისძიებებზე ქუთაისსა და თბილისში იმყოფებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი და პოლონეთის ქალაქ ელკის მერი. შეხვედრების მიზანი იყო მონაწილეებს გაეცნოთ სფეროში მიმდინარე ცვლილებები, მუნიციპალიტეტების როლი და პასუხისმგებლობა სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის კუთხით, ემსჯელათ სტანდარტების დანერგვის და მიღწევის გზებსა და საშუალებებზე, ადგილობრივი ხელისუფლების სოციალური ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე სკოლამდელი განათლების სფეროში, ასევე გაეცნოთ პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილება. გაცნობოდნენ და დაინტერესების შემთხვევაში ხელმოწერით მიერთებოდნენ ,,მერების დეკლარაციას“.
ღონისძიებები ორგანიზებული იყო ორი პროექტის ფარგლებში - პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის და გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის პროექტი “სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ (ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი”) და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“-ს (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“. 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix