English Georgian












25-08-2016 მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების სფეროში

 საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა” ახორციელებს პროექტს “მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების სფეროში” პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის, კერძოდ, ახლადმიღებული კანონის “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტებისთვის და კანონის შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებაში დახმარება.
შეხვედრების ჩატარება დადგეგმილია სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებების ხელმძრვანელებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.

• შეხვედრაზე მოხდება ახლადმიღებული კანონის გაცნობა;
• კანონის შესრულების ირგვლივ მუნიციპალიტეტების მზაობის განხილვა;
• პრობლემების გამოკვეთა და რეკომენდაციების შემუშავება.

შეხვდერას წარუძღვებიან კივიტას გეორგიკას ექსპერტები. განხილვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეორე შეხვედრის გამართვა ოქტომბრის თვეში სადაც მოხდება პროგრამის, აღმზრდელ-პედაგოგის, ინფრასტრუქტურის, ჰიგიენის და კვების სტანდარტების განხილვა სკოლამდელი განათლების სფეროში. საბოლოოდ, ნოემბერში გაიმართება მერების და გამგებლების საერთო შეხვედრა, სადაც მათ გაეცნობათ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები, ასევე, გაეცნოაბინ პოლონურ გამოცდილებას სკოლამდელი განათლების სფეროში.

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix