English Georgian












26-12-2017 შეხვედრები სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან

 პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’ ფარგლებში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, მარნეული, რუსთავი, თიანეთი, დუშეთი, ბაღდათი, ოზურგეთი) ბაღების გაერთიანების დირექტორებთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ,,კივიტას გეორგიკასა’’ და ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების’’ წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობა და მიზნები გააცნეს, განიხილა პროექტის ტექნიკური და საორგანიზაციო მხარეებიც. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. შეხვედრების დროს სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს კითხვარები დაურიგდათ. შეხვედრების ფარგლებში სართიჭალის მე-2 საბავშვო ბაღსა და რუსთავის 21-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელების მშობლების მონაწილეობით ფოკუს-ჯგუფებიც ჩატარდა. პროექტს საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიზაცია ,, გადავარჩინოთ ბავშვებთან’’ (Save the Children) ერთად მსოფლიო ბანკის (World Bank) გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ( GPSA) მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix