English Georgian












28-06-2017 საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ გთავაზობთ სპეციალიზირებულ ტრენინგებს სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერების, მეთოდისტების, აღმზრდელ-პედოგოგებისა და სხვა საგანმანათლებლო პერსონალისთვის.

 პირველად საქართველოში საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ გთავაზობთ სპეციალიზირებულ ტრენინგებს სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერების, მეთოდისტების, აღმზრდელ-პედოგოგებისა და სხვა საგანმანათლებლო პერსონალისთვის.
ტრენინგების თემატიკა შერჩეულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მოთხოვნებისა და ახალი სტანდარტების შესაბამისად.
ტრენინგები ჩატარდება კივიტას გეორგიკას პროგრამა „სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში 2017 წლის 2 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, სულ გადამზადდება რვა 20-კაციანი ჯგუფი. პროგრამით გათვალისწინებულია თანადაფინანსება ტრენინგის მონაწილეებისათვის.
ტრენინგების ფასი ერთ მონაწილეზე შეადგენს 90 ლარს დღეში, აქედან მონაწილის გადასახდელია 75 ლარი, დანარჩენს ფარავს პროგრამა.
ტრენინგები ჩატარდება პატარძეულის ტრენინგ ცენტრში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), სადაც მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან მუშაობისთვის საჭირო ყველანაირი რესურსით და თეორიული მასალით. ასევე კვებით, საცხოვრებელი პირობებითა და ტრანსპორტირებით თბილისი-პატარძეული-თბილისი.
გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგების აღწერილობა იხილეთ თანდართულ „ტრენინგების კატალოგში“.

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix