English Georgian












28-09-2017 გორის საკრებულოს იმიტირებული სხდომა

 პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში'' ფარგლებში ქალაქ გორში საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეები ამჯერად სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომელთაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების როლები მოირგეს. მოსწავლეებმა ქალაქისთვის აქტუალური საკითხები პროექტების სახით წარადგინეს და სხდომის ყველა წესის დაცვით განიხილეს. სიმულაციური სხდომის გასამართად საჭირო ცოდნა და უნარები მოსწავლეებმა საზაფხულო ბანაკში მიიღეს რომელიც პროექტის ფარგლებში გაიმართა. იმიტირებულ სხდომას გორის საკრებულოს წევრები, პროექტის პარტნიორები კივიტას გეორგიკას, აგორა ცენტრალური ევროპისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იან ჩერნიკი ესწრებოდნენ. მსგავსი სიმულაციების გამართვა პროექტში ჩართულ ყველა ქალაქში იგეგმება.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix