English Georgian












29-09-2011 „სკოლამდელი განათლების განვითარების სტრატეგია,,

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია „ედუკატორ“-თან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ახორციელებს პეოექტს „სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სტრატეგია“ რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის 18-25 სექტემბერს მოეწყო სასწავლო ვიზიტი პოლონეთში.ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ პოლონურ გამოცდილებას სკოლამდელი განათლების სფეროში, ჩატარდა შეხვედრები ქალაქებისა და სოფლების დონეზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ასევე საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები დეტალურად გაეცვნენ სკოლამდელი განათლების ალტერნატიულ ფორმებს რომლების დამკვიდრებულია და საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ პოლონეთში. იმედია რომ პოლონური გამოცდილება დადებითად აისახება რაჭამ ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სკოლამდელი განათლების დაგეგმვასა და საქმიანობაში.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix