English Georgian












30-09-2010 გეგმებზე მუშაობა სრულდება

გურიის მუნიციპალიტეტები ასრულებენ ბუნებრივი კატასტროფების და კრიზისული სიტუაციების მართვის და პრევენციის გეგმებზე მუშაობას. 16-15 სექტემბერს გურიაში იმყოფებოდა პოლონელი ექსპერტების ჯგუფი, ისინი ეწვივნენ თითოეულ მუნიციპალიტეტს, სადაც ჯგუფების წევრებთან მოხდა გეგმების სამუშაო ვარიანტების განხილვა. პოლონელი ექსპერტები ძალიან კმაყოფილები არიან იმ სამუშაოთი რომელიც ჯგუფებმა გასწიეს. საბოლოო გეგმების განხილვა საკრებულოების მიერ დაგეგმილია ოქტომბრის ბოლოს.

ამასთან ერთად, პოლონელმა ექსპერტებმა ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს მეხანძრეების, ექიმების და გამგეობების თანამშრომლებისთვის. ტრენინგი მიეძღვნა კრიზისული სიტუაციის სიმულაციას და ამ დროს კომუნიკაციის მნიშვნელობას. პროექტს ახორციელებს კივიტას გეორგიკა PCPM თანამშრომლობით. დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix