English Georgian












26-12-2017 შეხვედრები სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან
 პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’ ფარგლებში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, მარნეული, რუსთავი, თიანეთი, დუშეთი, ბაღდათი, ოზურგეთი) ბაღების გაერთიანების დირექტორებთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ,,კივიტას გეორგიკასა’’ და ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების’’ წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობა და მიზნები გააცნეს, განიხილა პროექტის ტექნიკური და საორგანიზაციო მხარეებიც. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. შეხვედრების დროს სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს კითხვარები დაურიგდათ. შეხვედრების ფარგლებში სართიჭალის მე-2 საბავშვო ბაღსა და რუსთავის 21-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელების მშობლების მონაწილეობით ფოკუს-ჯგუფებიც ჩატარდა. პროექტს საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიზაცია ,, გადავარჩინოთ ბავშვებთან’’ (Save the Children) ერთად მსოფლიო ბანკის (World Bank) გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ( GPSA) მხარდაჭერით ახორციელებს. ვრცლად

26-12-2017 საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით
საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიზაცია ,, გადავარჩინოთ ბავშვებთან’’ (Save the Children) ერთად, მსოფლიო ბანკის (World Bank) გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ( GPSA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’. პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება სოციალურ ანგარიშვალდებულებაზე ორიენტირებული შედარებითი ანალიზის ( Benchmarking) მეშვეობით. პროექტის ფარგლებში იგეგმება სკოლამდელი განათლების სფეროში ისეთი შეფასების მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ბაღების თანამშრომლების, მშობლებისა და რიგ შემთხვევაში თავად ბავშვების ჩართვას, რათა მოხდეს ამ ადამიანების მოსაზრებებისა და სურვილების გათვალისწინება იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც უშუალოდ ეხებათ მათ ყოველდღიურ საქმიანობას, განათლებას თუ კეთილდღეობას.   ვრცლად

18-12-2017 პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ ფინალური კონფერენცია
 15 დეკემბერს პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარტნიორებმა პოლონეთიდან, ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში პოლონეთის საელჩოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ვრცლად

18-10-2017 თელავის საკრებულოს იმიტირებული სხდომა
 პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში'' ფარგლებში ქალაქ თელავში საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა. სხდომა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა, რომელთაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების როლები მოირგეს. მოსწავლეებმა ქალაქისთვის აქტუალური საკითხები პროექტების სახით წარადგინეს და სხდომის ყველა წესის დაცვით განიხილეს. საკითხებს შორის იყო, უპატრონო ძაღლების არსებობა ქალაქში, თელავში არსებული ,,ახალი ბაღის'' რესტავრაცია, ზებრა გადასასვლელების და შუქნიშნების მოწესრიგება. სიმულაციური სხდომის გასამართად საჭირო ცოდნა და უნარები მოსწავლეებმა საზაფხულო ბანაკში მიიღეს რომელიც პროექტის ფარგლებში გაიმართა. ვრცლად

28-09-2017 გორის საკრებულოს იმიტირებული სხდომა
 პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში'' ფარგლებში ქალაქ გორში საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეები ამჯერად სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომელთაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების როლები მოირგეს. მოსწავლეებმა ქალაქისთვის აქტუალური საკითხები პროექტების სახით წარადგინეს და სხდომის ყველა წესის დაცვით განიხილეს. ვრცლად

26-09-2017 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა აგრძელებს საქმიანობას სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყანაში მიმდინარე სკოლამდელი განათლების რეფორმის მხარდასაჭერად.
 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა აგრძელებს საქმიანობას სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყანაში მიმდინარე სკოლამდელი განათლების რეფორმის მხარდასაჭერად. ვრცლად

13-09-2017 საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა
 ქართულ–პოლონური პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს ფარგლებში გახსნილი სკოლამდელი განათლების თორმეტივე ცენტრი გარემონტდა, აღიჭურვა ავეჯით, სათამაშოებით, თვალსაჩინოებებით, სახარჯი მასალებით. ცენტრის აღმზრდელებს ჩაუტარდათ ტრენინგები.
სკოლამდელი განათლების ცენტრები მზად არიან ბავშვების მისაღებად. ცენტრებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს
ვრცლად

13-09-2017 საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა
 ქართულ–პოლონური პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს მეორე ეტაპი აქტიურ ფაზაში შევიდა. 6–9 სექტემბერს ჩატარდა პროექტის ფარგლებში გახსნილი სკოლამდელი ცენტრების აღსაზრდელთა ტრენინგი. სკოლამდელი განათლების ცენტრები საქმიანობას შეუდგებიან 15 სექტემბერს. ვრცლად

26-07-2017 სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში
 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა დ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია აგორა–ცენტრალური ევროპა ახორციელებენ პროექტს ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში'', რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის 21–25 ივლისს სოფელ პატარძეულში ჩატარდა ,,საზაფხულო სკოლა“ ვრცლად

11-07-2017 ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა"
 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია EDUKATOR–ი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ პროექტს ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა". ვრცლად

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix