მისია

ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში ღია, ეფექტური და დემოკრატიული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა; საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის დონის ამაღლება და თემის განვითარების მხარდაჭერა.

მიგვაჩნია რომ, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება შეუძლებელია ხალხის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიური მონაწილეობის გარეშე, რომელნიც მზად არიან თავიანთი პიროვნული და პროფესიონალური უნარ-ჩვევები გამოიყენონ განვითარების პროცესებში.

კივიტას გეორგიკას პროგრამები და პროექტები ეფუძნება 4 ძირითად ღირებულებას:

 

მოთხოვნაზე და სამიზნე ჯგუფზე ორიენტაცია.

ჩვენს საქმიანობაში ვცდილობთ მაქსიმალურადგავითვალისწინოთ სამიზნე ჯგუფების და პარტნიორების სურვილები შესაძლებლობები და რეალური მოთხოვნები

 

თანასწორობა.

სადაც შესაძლებელია ვითვალისწინებთ ინდივიდუალურ ინტერესებს და მოთხოვნებს, ვცდილობთ, ვიმუშაოთ გუნდური პრინციპით. გვწამს, რომ კოლეგების თანადგომა გვმატებს საკუთარითავის რწმენას და განაპირობებს სამუშაოს მაღალ ხარისხს

 

ადამიანური რესურსი.

რა პროექტსაც არ უნდა ვახორციელებდეთ, ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის ის, თუ როგორ მუშაობენ ადამიანები, ვცდილობთ შევქმნათ განვითარების შესაძლებლობები, გამოვუმუშაოთსაჭირო უნარ-ჩვევები და მივაწოდოთ აუცილებელი ცოდნა და ინფორმაცია. ადამიანებს უნდა შეეძლოთცვლილებების განხორციელება.

 

მდგრადობა და ნდობა.

კივიტას გეორგიკა არ არის დაინტერესებული შემთხვევითი პროექტებით დასპორადიული საქმიანობით. ჩვენს პარტნიორებს უნდა ყოველთვის ჰქონდეთ ჩვენი დახმარების იმედი დათანადგომა.

Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved