პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია
2020 წლის 10 ივლისს გაიმართა პროექტის: "საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესებასოციალური ანგარიშვალდებულების გზით" შემაჯამებელი ღონისძიება. მსოფლიო ბანკის (გლობალურიპარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისათვის (GPSA) დაფინანსებით, პროექტი 2017 წლისაპრილიდან Save the Children-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის “კივიტას გეორგიკას“მიერხორციელდებოდა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
- შეიქმნა სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაცია, რომელშიც 44 მუნიციპალიტეტის ბაღებისგაერთიანებაა წარმოდგენილი;
- სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ურთიერთანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით, 44 მუნიციპალიტეტმა და 900-მდე ბაღმა შეიმუშავა საკუთარი მომსახურების გაუმჯობესების მექანიზმი;
- 900-მდე ბაღმა განსაზღვრა განვითარების მიმართულებები;
- 36 მუნიციპალიტეტის მერი აღიარებს სკოლამდელი განათლების პრიორიტეტულობასა და პროცესშისოციალური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას;
- გამოიყო დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი;
- გაიზარდა ფინანსური რესურსი თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის;
- გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა;
- გაძლიერდა თანამშრომლობა მშობლებთან და მათი ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში.
უკან