კივიტას გეორგიკა წარმოგიდგენთ კვლევას რომლითაც შევეცადეთ, შეგვეფასებინა პანდემიის გავლენა სკოლამდელი განათლების სისტემაზე და წარმოგვედგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას, ახლაც და სამომავლოდაც, კრიზისული სიტუაციისას.
2020-2021 წლებში პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზიანა სკოლამდელი განათლების სისტემა. საქართველოში ერთი წლის განმავლობაში, 2020 წლის მარტიდან (პირველი კარანტინი) 2021 წლის მარტამდე საბავშვო ბაღებმა მხოლოდ 4-6 კვირა იმუშავა, ხოლო აჭარის რეგიონში საერთოდ არ უმუშავია. კვლევის ფარგლებში სწორედ ეს პერიოდი შევისწავლეთ – 2020 წლის მარტიდან 2021 წლის პირველ მარტამდე, როდესაც საბავშვო ბაღებმა განაახლეს მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კვლევა მომზადდა საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
უკან