სიახლე

,,საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების დაკავშირება მაღალი სათემო მონაწილეობისთვის''-პროექტის ფარგლებში ონლაინ ვორქშოფი თემაზე ,,კოვიდ-19 პანდემია და სათემო აქტორების მონაწილეობის როლი'' ჩატარდა.


ონლაინ ვორქშოფში ბიბლიოთეკარებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
მონაწილეებმა პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაიცნეს და სამოქალაქო მონაწილეობისა და ახალგაზრდების სასკოლო განათლების მიმართულებით, კოვიდ პანდემიის შედეგად ვიშეგრადის ქვეყნების წინაშე დამდგარ გამოწვევებზე და მათთან გამკლავების გზებზე მიიღეს ინფორმაცია.
პარტნიორების პრეზენტაციების შემდგომ, ვორქშოფი ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პოლონელი, ჩეხი და უნგრელი ექსპერტებისგან პასუხები მიიღეს.
პროექტი მხარდაჭერილია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
International Visegrad Fund
Edukator.pl DemNet Agora Central Europe

უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved