სიახლე

ვორქშოფები თბილისსა და წყალტუბოში პროექტის ,,საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების დაკავშირება მაღალი სათემო მონაწილეობისთვის'' ფარგლებში გაიმართა. შეხვედრების მიზანი ადგილობრივი განვითრების აქტორებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მხარდაჭერა იყო.
პროექტში ჩართული საჯარო სკოლებისა და ბიბლიოთეკების გარდა სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ წყალტუბოს,ზესტაფონის,თიანეთის,თელავის,გურჯაანისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგნლები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
შეხვედრებს პროექტის პარტნიორი ჩეხური ორგანიზაცია Agora Central Europe -ის წარმომადგენელი, ადგილობრივი თემის განვითარების ექსპერტი ლუჩიე ჩერნიცკა უძღვებოდა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ჩეხი პრაქტიკოსის გამოცდილება ჩეხეთის ადგილობრივი საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ინსტრუმენტების შესახებ.ასევე მოესმინათ პრაქტიკული მაგალითები ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის თანამშრომლობასა და თემის შიდა რესურსების მობილიზებაზე და გაეზიარებინათ ქართული კონტექსტი და გამოწვევები.
პროექტი მხარდაჭერილია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ და ხორციელდება პოლუნურ (Edukator PL) ჩეხურ (Agora CE) და უნგრულ (Demnet HU) ორგანიზაციებთან პარტნიორობით.
                                                                                                                                                              
უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved