სიახლე

,,საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების დაკავშირება მაღალი სათემო მონაწილეობისთვის''-პროექტის ფინალური ონლაინ კონფერენცია


პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას პროექტის მონაწილე სკოლებისა და ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფინალურ შეხვედრაზე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიშეგრადის რეგიონიდან დამსწრეებს კიდევ ერთხელ ესაუბრნენ თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე დემოკრატიული მოქალაქეობის, მონაწილეობისა და სკოლის როლის შესახებ. ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა სკოლის მოსწავლეებმა განხორციელებული მცირე სათემო პროექტების პრეზენტაციები გააკეთეს და სათემო ინიციატივების განხორციელების პროცესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. მონაწილე მუნიციპალური ბიბლიოთკების წარმომადგენლებმა პროექტის მანძილზ მიღებული გამოცდილებისა და ბიბლიოთეკის როლის გაზრდის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს.

 

ონლაინ კონფერენციის დასასრულს სამომვალო საჭიროებები და ნაბიჯებიც განისაზღვრა.

 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით! პოლონურ (Edukator PL), უნგრულ (Demnet) და ჩეხურ (Agora CE) არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით!

 

 

უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved