English Georgian












17-09-2013 საზაფხულო სკოლა უნგრეთში წარმატებით დასრულდა

 ვიშეგრადის მიერ დაფინანსებული პროექტის   FIT and CONNECT+ in Caucasus- V4 transition experience transfer for enhancing EaP CSOs' sustainability’’  ფარგლებში შერჩეულმა  ოთხმა ქართველმა მონაწილემ უნგრეთში  საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა.  ერთკვირიან  FIT (Fundraising, Impact, Transparency) ტრენინგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგებს ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ. მონაწილეებმა დამატებითი ცოდნა მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცა ფინანსური სახსრების მოძიება, (Fundraising) ორგანიზაციის ბრენდის შექმნა და ბრენდის როლი დაფინანსების წყაროების მოძიებაში (Brandraising), კოოპერატიული დონორების მოძიება, ორგანიზაციის გამჭირვალობის დემონსტრირება, კომუნიკაციის გავლენა და მნიშვნელობა,ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხსიმგებლობა ბიზნეს ორგანიზაციების თვალსაწიერიდან და სხვა.უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ რამოდენიმე უნგრულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის Green Peace-ის უნგრეთის ოფისს ბუდაპეშტში ,სადაც  ორგანიზაციის საქმიანობას და წარმატებულ გამოცდილებას გაეცნენ. საზაფხულო სკოლის  განმავლობაში მონაწილეებს ბუდაპეშტისა და სხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი და მასპინძელი პროექტის მთავარი პარტნიორი, უნგრული ორგანიზაცია DemNet-ი იყო.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix