English Georgian












26-12-2017 საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით

 საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიზაცია ,, გადავარჩინოთ ბავშვებთან’’ (Save the Children) ერთად, მსოფლიო ბანკის (World Bank) გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ( GPSA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’. პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება სოციალურ ანგარიშვალდებულებაზე ორიენტირებული შედარებითი ანალიზის ( Benchmarking) მეშვეობით. პროექტის ფარგლებში იგეგმება სკოლამდელი განათლების სფეროში ისეთი შეფასების მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ბაღების თანამშრომლების, მშობლებისა და რიგ შემთხვევაში თავად ბავშვების ჩართვას, რათა მოხდეს ამ ადამიანების მოსაზრებებისა და სურვილების გათვალისწინება იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც უშუალოდ ეხებათ მათ ყოველდღიურ საქმიანობას, განათლებას თუ კეთილდღეობას.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი იმუშავებს ორი ძირითადი მიმართულებით:
1. ეფექტური განათლების მომსახურების შედარებითი ანალიზის (Benchmarking) სისტემის შემუშავება -რაც გულისხმობს ბაღების თანამშრომლებისგან, მშობლებისა და ბავშვებისგან ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და შედეგების ისე წარდგენას, რომ ნათლად დავინახოთ რა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით. მოცემული სისტემა ასევე დაგვანახებს ბაღების ძლიერ მხარეებს და კარგ მიდგომებს, რომელიც შესაძლოა სხვა ბაღებმაც გაიზიარონ.
2. ეროვნული სკოლამდელი ასოციაციის დაფუძნება (NPA) -ასოციაცია იქნება დარგში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტის, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლების და მშობლების გაერთიანება, რომლის მთავარი საქმიანობა მიმართულია მშობლების, ბავშვების და ბაღების პერსონალის მხარდაჭერაზე. ასოციაცია განახორციელებს შედარებით ანალიზს და შეუწყობს ხელს სკოლამდელი განათლების სისტემის გაუმჯობესებას მუნიციპალურ დონეზე.
პროექტის განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2020 წლის იანვრამდე 27 მუნიციპალიტეტს მოიცავს. 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix