English Georgian












29-04-2016 პროექტი „ჰიდრავლიკური მოდელირება წყალდიდობის საფრთხეების ასაცილებლად - II საფეხური. ქართული ინსტიტუციების გაძლიერება – 128/2016/M“

 2016 წლის 15 აპრილს , პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა პოლონურ საერთაშორისო დახმარების ცენტრთან (PCPM) ერთად დაიწყო პროექტი „ჰიდრავლიკური მოდელირება წყალდიდობის საფრთხეების ასაცილებლად - II საფეხური. ქართული ინსტიტუციების გაძლიერება – 128/2016/M“ . პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო და სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყვლადობის შესწავლა და შეფასება წყალდიდობების მიმართ. 2016 წლის განმავლობაში პოლონელი ექსპერტები ტრეინინგებს ჩაუტარებენ ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წამყვან სპეციალისტებს და ერთობლივი ძალისხმევით მოხდება საბავშვო ბაღების, სკოლების და სამედიცინო დაწესებულებების შესწავლა-შეფასება წყალდიდობებისადმი მოწყვლადობის თვალსაზრისით. ასევე მოხდება შენობა ნაგებობების დამცავი ღონისძიებების შემუშავება და რეკომენდაციების სახით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. პროექტი გაგრძელდება 6 თვე და შესწავლილი იქნება კახეთის, ყვარლის, ლაგოდეხის და თელავის მუნიციპალიტეტებში არსებული 6 მდინარის დატბორვის არეალში მყოფი ობიექტები.

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix