English Georgian












30-01-2018 პროექტი ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’

პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’ ფარგლებში, ორგანიზაცია ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხევრდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებთან გამართეს.

შეხვედრის მიზანი სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმისა და არსებული გამოწვევების შეფასება იყო. აგრეთვე, ორგანიზაციის წარმომადგნელებმა საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს ახალი პროექტის , "საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’ შესახებ. პროექტის ფარგლებში სკოლამდელი განათლების სფეროში ისეთი შეფასების მექანიზმის შექმნა იგეგმება , რომელიც უზრუნველყოფს ბაღების თანამშრომლების, მშობლებისა დ რიგ შემთხვევაში თავად ბავშვების ჩართვასაც , გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად ორ ძირითად მიმართულებაზე გაკეთდა აქცენტი, ესენია: შედარებითი ანალიზის შემუშავება და ეროვნული სკოლამდელი ასოციაციის დაფუძნება.

არასამთავრობო ორაგიზაცია "კივიტას გეორგიკა" და საკრებულო სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ. პროექტს ფარგლებში, რომელიც 2020 წლამდე გრძელდება, საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომისია ყველა საჭირო და მნიშვენლოვან აქტივობაში ჩაერთვება. 

 

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix