English Georgian












30-09-2010 ღონისძიება ეწერის სკოლაში

2010 წლის ივლისში კივიტას გეორგიკას მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკში, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების და კრიზისული სიტუაციების მართვის თემას ეძღვნებოდა, მოსწავლეებმა შეადგინეს ღონისძიებების ჩამონათვალი რომელსაც თავიანთ სკოლებში დაბრუნებულები განახორციელებდნენ. სწორედ ართ-ერთი ასეთი ღონისძიება - ღია გაკვეთილი კრიზისული სიტუაციების მართვაზე გაიმართა 2010 წლის 23 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში. ბანაკის მონაწილე მარიტა გიგინეიშვილმა შეკრებილ მოსწავლეებს და მასწავლებლებს გააცნო ბანაკში მიღებული ცოდნა, დაურიგა მომზადებული პლაკატები. ღონისძიებას ესწრებოდნენ კივიტას გეორგიკას და PCPM წარმომადგენლები, პოლონელი ექსპერტები. "მე ძალიან მიხარია რომ პროექტმა მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა და ასეთი კარგი და ენერგიული ახალგაზრდები გვყავს", აღნიშნა პაველ ვიტკოვსკიმ.

 

უკან
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix