English Georgian












24-06-2015 დებატების ფინალი ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებს შორის
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკასა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია აგორა ცენტრალური ევროპას ერთობლივი პროექტის: ,,საქართელოს მოქალაქეები ევროპაში – ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება,, ფარგლებში მიმდინარე წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა დებატების ფინალი ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებს შორის. ფინალში მონაწილეობა მიიღეს ქ. გარდაბნის #3 , სოფელ განძას, სოფელ დიდი პამაჯისა და სოფელ გეტას საჯარო სკოლებმა. დებატებში გაიმარჯვა სოფელ დიდი პამაჯის გუნდმა.


ვრცლად

18-05-2015 ტრენინგები პროექტის ფარგლებში
8 და 9 მაის პროექტ "მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ატარებდნენ გიორგი მესხიძე და ამირან გიგინეიშვილი.


ვრცლად

20-04-2015 ნახევარფინალის ბოლო შეხვედრა ბოლნისში
ნახევარფინალის ბოლო შეხვედრა ბოლნისში გაიმართა. აქ თამაშობდა სავანეთის, ჯავშანიანის, გეტას და ალგეთის საჯარო სკოლების გუნდები. ფინალში გადავიდა სოფელ გეტას გუნდი
ვრცლად

19-04-2015 2015 წლის ნახევარფინალების შეხვედრა სოფელ ყარაჯალაში
ნახევარფინალები ქვემო ქართლში სოფელ ყარაჯალაში შეხვედრით დაიწყო. აქ თამაშობდა ოთხი სკოლის გუნდი: ყარაჯალა, გარდაბნის მე-3, ქესალოს და ქეშალოს სკოლების გუნდები. ფინალში გადავიდა გარდაბნის მე-3 სკოლა.
ვრცლად

18-04-2015 2015 წლის ნახევარფინალების მეორე შეხვედრა ახალქალაქში
ნახევარფინალების მე-2 შეხვედრა გაიმართა ახალქალაში. აქ ერთმანეთს ახალქალაქის პირველი და მე-4 სკოლების, განძას და ფოკას გუნდები შეეჯიბრნენ. ფინალში გადავიდა სოფელ განძას გუნდი
ვრცლად

17-04-2015 2015 წლის დებატების ნახევარფინალების პირველი შეხვედრა
2015 წლის დებატების ნახევარფინალების პირველი შეხვედრა გაიმართა სხვილისში. აქ ერთმანეთს შეხვდნენ საძელის, პამაჯის, სხვილისის, წყალთბილას სკოლების გუნდები. შემდეგ ეტაპზე გადავიდა დიდი პამაჯის საჯარო სკოლის გუნდი


ვრცლად

23-10-2014 შავი ზღვის რეგიონალური ვორკშოპი ორი პროექტის ეგიდით
 კივიტას გეორგიკა ორგანიზაცია "გეოგრაფიკთან" ერთად მართვს შავი ზღვის რეგიონალურ ვორკშოპს მდინარეთა აუზების წყლის რესურსებზე დაკვირვების, მოდელირებისა და მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრა ატარებს პოლიტიკის მიდგომებისა და შესაძლებლობების განვითარების ხასიათს აღნიშნული მიმართულებით. ღონისძიება დაგეგმილი ორი პროექტის ფარგლებში: ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტი ”იასონი” (IASON, იხ. http://iason-fp7.eu) და პროექტი ”მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის” (აბრევიატურით ILMM-BSE, იხ. http://e-BlackSea.org), რომელიც ასევე ფინანსდება შავი ზღვის აუზისათვის ევროკავშირის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი საოპერაციო პროგრამით (2007-2013). ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 2014 წლის 31 დეკემბერს და იგი ეძღვნება შავი ზღვის საერთაშორის დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება ამ თარიღით. ღონისძიებას მხარს უჭერს სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია შავი ზღვის კომისია, ასევე მაში მონაწილეობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართვლოს სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.  ვრცლად

16-10-2014 29/09/2014 – 03/10/2014 გარემოს ეროვნულ სააგენტოში „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგი წყალდიდობების მოდელირების შესახებ.
29/09/2014 – 03/10/2014 გარემოს ეროვნულ სააგენტოში „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგი წყალდიდობების მოდელირების შესახებ. ერთი კვირის მანძილზე პოლონელი ექსპერტები გარემოს ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლებს აცნობდნენ მდინაის აუზის მოდელირებისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას, მონაცემთა ბაზების შემუშავების ტექნოლოგიას და გათვლების თავისებურებებს. ტრეინინგის ბოლოს შემუშავდა სამომავლო თანამშრომლობის გეგმა: მომავალი თვის განმავლობაშ გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტები მოამზადებენ ერთი მდინარის მოდელირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზებს და ნოემბრის ბლოს ქართველი და პოლონელი ექსპერტები ერთობლივად შეიმუშავებენ მდ.ნინოს ხევის წყალდიდობის მოდელს. შედეგების პრეზენტაცია მოხდება გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის ნოემბერში.
ვრცლად

07-10-2014 ENTO კონფერენცია და გენერალური ასამბლეა ლიეჟში
 კივიტას გეორგიკას პრეზიდენტი გიორგი მესხიძე მონაწილეობდა ევროპის ტრენინგ ორგანიზაციათა ქსელის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში 1-3 ოქტომბერს, 2014 ქალაქ ლიეჟში. კონფერენცია მიეძღვნა საჯარო მოხელეთა ტრენინგის საკითხებს. მასში მონაწილეობას ღებულობდა 400-ზე მეტი ადამიანი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, უნივერისტეტებიდან და ტრენინგ ორგანიზაციებიდან ევროპის მასშტაბით. იხილე კონფერენციის დღის წესრიგი ვრცლად

18-09-2014 პროექტი „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში”
ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა აქტიური მუშაობა პროექტზე: „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M.
ვრცლად

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix