English Georgian












17-09-2014 პროექტი ”სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში”
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა პოლონურ არასამთავრობო ორგნიზაცია EDUKATOR-თან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში“.
ვრცლად

17-09-2014 2014 წლის 15 სექტემბერს ქ.ყვარელში შედგა ორი მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხის და ყვარლის) ერთობლივი სამუშაო სესიის გახსნა.
2014 წლის 15 სექტემბერს ქ.ყვარელში შედგა ორი მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხის და ყვარლის) ერთობლივი სამუშაო სესიის გახსნა. ორი კვირის ანმავლობაში ორი მუნიციპალიტეტისთვის მოხდება დეტალური საევაკუაციო გეგმის შემუშავება პოლონელი ექსპერტების დახმარებით და პოლონეთის და ევროკავშირის გამოცილების გაზიარებით. შეხვედრაში მონაწილეობენ: ქ.ყვარელის და ქ.ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსები, საზოგადოება დურუჯის წარმომადგენლები, სოფ.კაბალის რწმუნებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. დაგეგმილია ასევე მოხალისეთა გუნდების ჩამოყალიბება ორივე მუნიციპალიტეტში, მოხდება მოხალისეთ აგაწვრთნა და დატრეინინგება კრიზისულ სიტუაციებში პირველადი დახმარების გაწევა და აღნიშნული მოხალისეთა ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას პროექტის სხვადასხვა აქტივობაში.
ვრცლად

15-09-2014 ვაგრძელებთ ინფორმაციის მოწოდებას „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტის შესახებ.
ვაგრძელებთ ინფორმაციის მოწოდებას „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტის შესახებ. 2014 წლის 10-12 სექტემბერს საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სოფ.კაბალის რწმუნებული, გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე პოლონელმა ჰიდროლოგებმა წარადგინეს მდ.კაბალის და მდ.დურუჯის წყალდიდობის მოდელირების შედეგები. განხილული იყო მოდელირების გათვლის მეთოდიკა, გამოყენებული მონაცემთა ბაზები, მიღებული შედეგები. მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, განხილული იყო მოდელების სიზუსტე, შესაძლო ევაკუაციის სქემები და სხვა საკითხები.
ვრცლად

31-07-2014 „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტზე სამუშაოდ საქართველოს ეწვია პოლონელი ექსპერტი ბატონ გჟეგოშ
„წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტზე სამუშაოდ საქართველოს ეწვია პოლონელი ექსპერტი ბატონ გჟეგოშ
ვრცლად

15-07-2014 ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა აქტიური მუშაობა პროექტზე: „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M.
ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა აქტიური მუშაობა პროექტზე: „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M.
ვრცლად

07-07-2014 პროექტი ”სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში”
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა პოლონურ არასამთავრობო ორგნიზაცია EDUKATOR-თან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში“
ვრცლად

16-05-2014 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონელ ექსპერტებთან ერთად აგრძელებს მუშაობას პროექტზე: “წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” 224PPR2014/m.
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონელ ექსპერტებთან ერთად აგრძელებს მუშაობას პროექტზე: “წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” 224PPR2014/m. 2014 წლის 12 მაისიდან 18 კაციანი სამუშაო ჯგუფი ატარებს აზომვით სამუშაოებს მდ.დურუჯზე.
ვრცლად

16-04-2014 პროექტი ”სასკოლო მზაობის ცენტრი საქართველოში”
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა პოლონურ არასამთავრობო ორგნიზაცია EDUKATOR-თან ერთად, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის საგრო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით იწყებს პროექტს „სასკოლო მზაობის ცენტრბი საქართველოში“.
ვრცლად

14-04-2014 პროექტი ”წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია”
2014 წლის 2 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი: “წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” 224PPR2014/m. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოში 2014 წლის 3 აპრილს ჩატარდა პროექტის წარდგენა საზოგადოების წინაშე.
ვრცლად

31-03-2014 ტრენინგი ”წყალშემკრები აუზების ჰიდროლოგიური მოდელირება”
 კივიტას გეორგიკა 2014 წ. 26 აპრილს გრიგოლეთში აწყობს ტრენინგ-სემინარს თემაზე ”წყალშემკრები აუზების ჰიდროლოგიური მოდელირება”. იგი იმართება ევროკომისიის პროექტის ”მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის” ფარგლებში, ერთობლივი საოპერაციო პროგრამის ”შავი ზღვის აუზი 2007-2013” მხარდაჭერით.

სემინარის მიზანია გააცნოს მონაწილეებს ჰიდროლოგიური მოდელირების ძირითადი პრინციპები; აჩვენოს კონკრეტული მაგალითებზე თუ როგორ უნდა აიგოს და დაკალიბრდეს ჰიდროლოგიური მოდელი; აგრეთვე შესრულდეს პრაქტიკული სავარჯოშო გურიის ერთერთი მდინარის წყალშემკრები აუზის მაგალითზე.
 
მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტით office@civits.ge
ვრცლად

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix