English Georgian












11-02-2014 ტრენინგები ბაღის მენეჯერებისთვის
გორის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების ინიციატივით ტარდება ტრენინგი თემაზე:,,კარგი მენეჯმენტი მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლებისთვის".ტრენინგი ორდღიანია, განკუთვნილია ბაღის მენეჯერებისათვის და მას ატარებს საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა".კურსის მიზანია,მონაწილეებმა გაითავისონ, რას ნიშნავს მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლება,მისი მიღწევის გზები და მეთოდები,შეიმუშავონ შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები და ისწავლონ მათი გამოყენება პრაქტიკულ მუშაობაში.  ვრცლად

24-11-2013 იმიტირებული წვრთნები ახალციხის მუნიციპალიტეტში
  ახალციხის მუნიციპალიტეთან თანამშრომლობით კივიტას გეორგიკამ სოფელ სვირში სიმულაციური წვრთნები
  მოაწყო.  წვრთნები შეაფასეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგაბო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ექსპერტებმა პოლონელ კოლეგებთან ერთად.

ვიდეო სიუჟეტი სიმულაციური წვრთნების შესახებ ახალციხეში ვრცლად

10-10-2013 ტრეინინგი მოხალისეთა მაშველებისათვის
 წარმატებით დამთავრდა ტრეინინგი მოხალისე მაშველებისათვის, რომელიც გაიმართა პროექტ ”„თანამშრომლობა განვითარებისთვის II - ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და პრევენცია გურიის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში “ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრთან ერთად. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ ექსპერტებს და მონაწილეებს! ვრცლად

04-10-2013 სკოლამდელი განათლების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სკოლამდელი განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სკოლამდელი განათლება საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები” გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები ოლღა მუსხელიშვილი, გიორგი მეხიძე და პარტნიორი პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორის" წარმომადგენელი მარჟენა რაფალსკა. ვრცლად

30-09-2013 ტრენინგი ახალციხეში
 ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს პოლონელი კოლეგები ტრენინგებს უტარებენ. მათ საჩუქრად ჰიდრავლიკური მაკრატლები ჩამოიტანეს და საგზაო კატასტროფების შემთხვევისას მათი გამოყენების შესახებ ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს აცნობენ. იხილე სიუჟეტი

ვრცლად

27-09-2013 ტრენინგი მასწავლებლებისთვის ხაშურის სამაბშვო ბაღში
 ხაშურის საბავშვო ბაღში გაიმართა ტრენინგი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში და კეთილმოწყობილ ეზოში დაიწყებენ. ტრენინგი ჩაატარეს კივიტას გეორგიკას ტრენერებმა ო.მუსხელიშვილმა და ა.კალანდაძემ. ტრენინგი ჩატარდა ლიტვის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ვრცლად

17-09-2013 საზაფხულო სკოლა უნგრეთში წარმატებით დასრულდა
 ვიშეგრადის მიერ დაფინანსებული პროექტის   FIT and CONNECT+ in Caucasus- V4 transition experience transfer for enhancing EaP CSOs' sustainability’’  ფარგლებში შერჩეულმა  ოთხმა ქართველმა მონაწილემ უნგრეთში  საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა.  ერთკვირიან  FIT (Fundraising, Impact, Transparency) ტრენინგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგებს ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ვრცლად

15-09-2013 კონკურსი-ონლაინ კურსები თემებზე:სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის და ინტერნეტ უსაფრთხოება

 საერთაშორისო ორგანიზაცია Transitions (TOL) და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა ონლაინ სწავლების კურსებში მონაწილეობის მისაღებად აცხადებენ კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის თემებზე: სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის და ონლაინ უსაფრთხოება.დისტანციური სწავლების კურსები 15-დან 24 ოქტმბრის ჩათვლით ჩატარდება.

ვრცლად

22-08-2013 ტრენინგი თემის ლიდერებისთვის
  საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას ტრენერების მიერ 2013 წლის აგვისტროს თვეში ჩატარდა ორდღიანი ტრეინინგები “ლიდერობასა და თემის მობილიზაციაში” საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის (ხაშური, სენაკი, ყვარელი, ლანჩხუთი და ჩოხატაური) თემებში არჩეული სოფლის პარლამენტის წევრებისათვის. სულ ჩატარდა 7 ტრეინინგი, მათ შორის 5 ადგილზე – მუნიციპალიტეტებში, ხოლო 2 პატარძეულში. ვრცლად

19-08-2013 ესტონეთის სასოფლო პარლამენტი - გამოცდილების გაზიარება
 კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები, გიორგი მესხიზე და ალექსანდრე კალანდაძე მონაწილეობდნენ ესტონის სასოფლო პარლამენტების მე-10 შეკრებაში რომელიც გაიმართა 2013 წლის 9-11 აგვისტოს კუნძულ სარემააზე. ვიზიტი განხორციელდა პროექტის "სასოფლო პარლამენტი საქართველოში" ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვრცლად

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix